დავით ნარმანია: დედაქალაქში გასულ წელს მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა დაიგო

თბილისის მერიაში საოცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტრის მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობს.

„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომლის მიხედვიდაც სულ ახლახან პუშკინის გამზირზე გაიხსნა ორმხრივი მოძრაობა, ქალაქის ეს ნაწილები მნიშვნელოვნად განიტვირთა. სულ ახლახან მახათან დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელიც ახალი გზაა და შესაბამისად მნიშვნელოვნად გააადვილებს ამ მიმართულებით გადაადგილებას. ასვეე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ამ წლის შემოდგომაზე იხსნება შინდისი კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ერთერთი ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი გზაა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, იწყება ცინცაძე-კარტოზიას ქუჩაზე კვანძის მშენებლობა, რომელიც ასევე ამ ნაწილში არსებული საცობებისგან განტვირვისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.

„გარდა ამისა, ქალაქში დაზინებული ინდრასტრუქტურის აღდგენაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდიბარეობს, თუ 2014 წელს მოლოდ ნახევარი მილიონი გზა დაიგო და ზოგადად იგებოდა ჩვენ გასულ წელს მიუხედავად სტიქიისა მოვახერხეთ და მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა დავაგეთ, 2016 წლის გეგმა დაალხოებით მილიონ ოთხას კვადრატულ მეტრს მიაღწევს“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
შემდეგი სტატიაისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა