დავით მათიკაშვილი – „ვეტინგის“ საკითხი დახურულია

პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ე.წ. ვეტინგის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევასა და კონსტიტუციის დარღვევას არ დაუშვებს.

„„ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი. რაიმე სახით, იმ პროცესის განმეორება სურთ, რომელსაც 2003-2005 წლებში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა – აშშ “კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი – ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას