დავით მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა დღესვე ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დღეს მმართველი გუნდიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კენჭიყრისას სავარაუდოდ, წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ და ხმა კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ მისცეს.

კითხვაზე, აერიათ თუ არა მართლაც ღილაკები, კვაჭანტირაძე ამბობს,რომ ტექნიკური ხარვეზი ნამდვილად მოხდა.

“დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენს ინიციატივასაც კი ვერ დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან ეს ტექნიკურად არ მოხერხდა. არ გამოვირიცხავ, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა დღესაც გაიმართოს, ან უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიმართება. ვინაიდან უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს,“-განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან
შემდეგი სტატიაკახა მიქია: სიძე, რათქმა უნდა, მათიკაშვილია!!! აი, რძალი, კი…