დავით ლორთქიფანიძე: გიორგი ლილუაშვილს ვანში შესაძლოა, ხმების მოპოვება გაუჭირდეს

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ის არჩევნებში მაჟორიტარობას ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში აპირებდა, თუმცა გუნდის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ოლქში გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი
როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვანი საკმაოდ რთული რაიაონია და წარდგენილ კანდიდატს იქ ხმების მოპოვება შეიძლება გაუჭირდეს.

,,ჩემი განვლილი გზიდან და გაკეთებული საქმეეებიდან გამომდინარე ვაპირებდი მაჟორიტარობას . გადაწყვეტილებას ღებულობს გუნდი და საბოლოოდ სწორედ ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ. როცა გუნდში ხარ გუნდის გადაწვეტიელბას უნდა დაეთანხმო, ან უნდა წახვიდე.
რაც შეეხება კანდიდატს , ის არ დაბადებულა და არ გაზრდილა ვანში. ზოგადად, ვანი ძალიან რთული რაიონია და ამიტომ მას რთული ბრძოლა ელოდება. პოლიტიზირებულია იქაურობა და კანდიდატი თუკი არ არის შინაური, ძალიან გაუჭირდება.
მე მაქვს შემოთავაზებები. განვიხილავ წინადადებებს . კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი . ვფიქრობ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი ცუდი არ გამიკეთებია“-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ქალთა უფლებები საუდიში – სამართალდამცველების მიერ გადაღებული ანიმაცია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა