გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მრავალმრივი საპარლამენტო ფორმატით – ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში” ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ლორთქიფანიძე: გიორგი ლილუაშვილს ვანში შესაძლოა, ხმების მოპოვება გაუჭირდეს
შემდეგი სტატიაინჯირლიკის ავიაბაზაში, რომელსაც აშშ და გერმანია იყენებს, ჩხრეკა მიმდინარეობს