დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 10:30 საათზე იმსჯელებს.

დავით კირკიტაძის საქმე გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით ნარიმანიშვილს დაეწერა. ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაში,,მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყულია” – ზურაბიშვილის მოქალაქებაზე განცხადება ვრცელდება
შემდეგი სტატიაელონ მასკმა პირველ მაღალსიჩქარიან გვირაბში მანქანით გაიარა