ელონ მასკმა პირველ მაღალსიჩქარიან გვირაბში მანქანით გაიარა

ელონ მასკმა პირველ მაღალსიჩქარიან გვირაბში მანქანით გაიარა. “ეს უბრალოდ, შესანიშნავი იყო. შემიძლია ასე ვთქვა “ეშმაკმა დალახვროს, ეს მუშაობს!” – თქვა მასკმა.
გვირაბი წელიწადია შენდება. მასკმა მასზე საუბარი 2016 წლის ბოლოს დაიწყო. გვირაბი კომპანია SpaceX-ის სათაო ოფისთან იწყება ქალაქ ჰოტორში და ლოს-ანჯერესის გარეუბანში მთავრდება. მისი სიგრძე ორი კილომეტრია. მასკის თქმით, კონსტრუქციის აგება მის კომპანიას 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. ვარაუდობენ, რომ მომავალში მასში ავტოკაფსულები ავტოპილოტით იმოძრავებენ, რომლებიც 8-დან 16-მდე მგზავრს გადაიყვანენ 200-250 კმ/სთ სიჩქარით. მასკის ინჟინრების გათვლით, სოციალური კაფსულები, რომლებშიც მგზავრები ისხდებიან, გვირაბში პირდაპირ ქუჩიდან ჩავა. მასკი ვარაუდობს, რომ მსგავსი გვირაბები გადატვირთული გზის მოძრაობას განტვირთავს. ის იმედს იტოვებს, რომ მსგავსი გვირაბები გაჩნდება მსხვილ მეგაპოლისებში, მათ შორის, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში – “ბიბისი” წერს.

Boring Company-ს ინჟინრებმა Tesla Model X-ის მოდიფიცირება მოახდინეს და მას ორი დამატებითი ბორბალი დაამატეს წინა ბორბლებზე. ისინი გამოშვერილია გვერდებზე და გვირაბის შიგნით ამორტიზატორის როლს ასრულებენ. “თუკი მძღოლი გუნებას დაკარგავს ან ჭკუიდან გადავა, ეს ბორბლები მას გზიდან გადასვლის საშუალებას არ მისცემენ” – მასკს “სი-ენ-ბი-სი” ციტირებს.

მასკის პირველი გარბენი 80კმ/სთ-ით მოხდა, თუმცა, სამომავლოდ სიჩქარე 240-მდე გაიზრდება.

მშენებლობას აწარმოებს მასკის ერთ-ერთი კომპანია Boring Company, რომელიც გვირაბების მშენებლობაზეა ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას