დავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, საღამოს საათებში წარუდგენენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, დავით კირკიტაძემ წინასწარი მოთავსების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიაყო.

“ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. ბრალს არ აღიარებს”- აცხადებს ადვოკატი.

დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამხარეო სამმართველოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებთან ერთადაც დავით კირკიტაძე გურჯაანში იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატია„არ გამოვრიცხავ წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო“ – მინისტრი ვალების განულების პროგრამაზე