„არ გამოვრიცხავ წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო“ – მინისტრი ვალების განულების პროგრამაზე

არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით.

გიორგი ქობულიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შეკითხვა სიებში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანისას და ამ გზით რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ დაუსვეს.

„ვალების განულების პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი და მე მგონია, რომ ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს. თუ მცირე ხარვეზებია სადღაც, არა მგონია ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო იქ, მაგრამ ეს ალბათ ტექნიკური საკითხი არის და ალბათ ფინანსთა სამინისტრო მართავს ამ საკითხს,“ – ამბობს ქობულია

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატია34 წლის პატიმრის გარდაცვალება – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს