“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ფეისბუქზე წერს, რომ ზოგიერთი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა.
“ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა. თხზავენ ცილისწამებებს, რათა ხალხი დააკომპლექსონ ამა თუ იმ ჯგუფის პარტიის შიდა პროცესებში თითქოსდა ჩართულობით. ჩვენი მხარდამჭერებისა და აქტივისტებისათვის ყველაფერი ნათელია, 20 იანვარს ყრილობა კი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ”- წერს კირკიტაძე.