სოფელ ოტობაიაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა- მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია სახელდება

galliii8გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გუშინ გვიან ღამით, 50 წლის გელა ტუფურია გარდაიცვალა. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია სახელდება. პირველი ვერსიის თანახმად, გელა ტუფურია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარმა ძმამ მოკლა. მეორე არსებული ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ გელა ტუფურიას ჯიბეში ბასრი დანა ედო და, შესაძლოა, მისი მეშვეობით დაიჭრა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები ამ დროისათვის საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვოთ, რომ ბავშვის სათამაშოების მაღაზიებს აეკრძალოთ ღია ფანჯრებში სათამაშოების გამოფენა”
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძე: დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა