“პროკურატურის მასალები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო”

ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი, ლევან ჩაჩუა საბოლოოდ გამართლდა. ენმ-ის წევრი ბექა ბასილაია კი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის არსებული ვერსიის დადასტურება. ამის შესახებ ბასილაიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევის მსხვერპლი და არავითარ ძალადობრივ ქმედებას ან რაიმე დანაშაულს მის სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არის საბოლოო დადასტურება ამ მიზეზისა,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე: დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად, ორი ახალი ავტომობილი შეიძინა