დავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა

ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე კეზერაშვილისთვის 2 ივლისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის დაზუსტების განხილვა გაიმართა.

ადვოკატი ამ გადაწყვეტილების შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება უსაფუძლო იყო და ბრალდება დაუსაბუთებელია.

თუმცა ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს საფრთხე კეზერაშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების და ასევე მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. საქმე ეხება ძმები ნიჟარაძეების ქონებას, რომელიც პროკურატურის ცნობით, დავით კეზერაშვილმა 2010 წელს იძულებით და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაათმობინა. ფოთის პორტში ნიჟარაძეების ბიზნეს აქტივები კი კეზერაშვილმა მის კუთვნილ კომპანიებზე გადააფორმებინა. გამოძიების ცნობით, საუბარია ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებაზე. საქმის განხილვა სასამართლოში 2 სექტემბერს განახლდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიამიზანმიმართული მანიპულირება და კონკრეტული ხალხის ოცნებები გამოხატული ციფრებში – ალექსანდრე ჯეჯელავა GFK-ს კვლევას აფასებს