მიზანმიმართული მანიპულირება და კონკრეტული ხალხის ოცნებები გამოხატული ციფრებში – ალექსანდრე ჯეჯელავა GFK-ს კვლევას აფასებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანულ ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, ხელისუფლების წევრები აფასებენ.

განცხადებები პოლიტიკური კვლევის ნაწილზე, როგორც მინისტრთა კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა.

მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს არ ენდობა და დასახელებულ პოლიტიკურ რეიტინგებს მანიპულაციას უწოდებს.

„ვაფასებ როგორც მიზანმიმართული მანიპულირება, რეიტინგებით აქამდეც გვინახავს. ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილები, ოცნებები გამოხატული ციფრებში. მე ვფიქრობ, რომ რეალობა თვისობრივად განსხვავდება დასახელებული ციფრებისგან. საერთაშორისოს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კვლევის უკან სავსებით კონკრეტული ხალხი დგას, რომლებსაც სავსებით კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მიღებული საბოლოო პარტიული რეიტინგების მიხედვით, გამოკითხულთა 35.9% ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 34.2.

banner
წინა სტატიაშიდავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია საკრებულოში შესაძლოა, ხუთშაბათს მივიდეს