დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირებენ

region
ავტ.: region ივლისი 26, 2019 15:23

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირებენ

„რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ.

დავით დვალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის განცხადებები, „სისულელე“ იყო, ის მის დაკავებას მაინც ამ საკითხებს უკავშირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი აბსურდი თქვა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, აბსოლუტურად, სისულელეა, პირდაპირ რომ დავარქვათ, კავშირს ვხედავ მაინც, რომ ამ აქტივობის შედეგია, რომ დაკავებულია ოქრუაშვილი,“ – ამბობს დვალი.

ჯარჯი აქიმიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მათთან წილების დათმობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არა ოქრუაშვილი, არამედ ადეიშვილი და მერაბიშვილი აწარმოებდნენ.

„ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ჩვენ ქიბარ ხალვაში საერთოდ არ გვინახავს და ქიბარ ხალვაში მოვიდა ნოტარიუსთან მას შემდეგ, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არა წილი შეიძინა ჩვენგან, არამედ ქიბარ ხალვაში გახლდა იმ დოკუმენტის მიხედვით გარანტორი “რუსთავი 2”-ის ვალთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ მოგვეხსნა ვალის ვალდებულება და გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, როგორც მომავალმა მეპატრონემ,“ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

region
ავტ.: region ივლისი 26, 2019 15:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics