დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს

„შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს. უსუფაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას და ირაკლი ოქრუაშვილს ერთმანეთთან გასარკვევი ბევრი აქვს.

„შეუძლებელია ოქრუაშვილთან დაკავშირებით ჩვენ არ დავინახოთ სხვა ასპექტები, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული ასპექტები და ეს არის მისი ძალიან ღია ბრალდება ხელისუფლების მიმართ, სადაც მან თქვა, რომ შოთაძე და ოქრუაშვილი, პრაქტიკულად, თანამონაწილე არიან რაღაც უკანონო ქმედებების ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. ანუ სანამ სახელმწიფო წაუყენებდა ბრალს ოქრუაშვილს, მან იქით წაუყენა ბრალი პროკურატურას, რომ ჩვენებების მიცემის დროს რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, პროკურატურას და ოქრუაშვილს გაცილებით მეტი აქვს ერთმანეთთან გასარკვევი, ვიდრე რუსთაველზე მომხდარი შეხლა-შემოხლის თემებია, ეს სრულიად აშკარაა,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირებენ
შემდეგი სტატია„ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც სიბრიყვედ მიმაჩნია” – ლევან გოგიჩაიშვილი