დავით დონდუა: მტერთან ლაპარაკი მარტივი არ არის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს

ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდის დეტალებზე საუბრობს.

“მტერთან ლაპარაკი ადვილი არ არის, ეს რთულია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან რთული, მაგრამ ეს არის ერთადერთი საშუალება, სადაც ჩვენ ველაპარაკებით რუსეთს, საერთაშორისო აქტორების თანდასწრებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფორმატი მაქსიმალურად, ეფექტურად გამოვიყენოთ”, – განაცხადა დონდუამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე, ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებებზე, 22-23 მარტს მხარეები შეთანხმდნენ გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე.

banner
წინა სტატიაში(video) სკანდალი რუსეთში – НТВ-მ რუსი ოპოზიციონერის პირადი ცხოვრების კადრები ეთერში გაუშვა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება