საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ასევე 52 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან – მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის სახელმწიფოს ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების – ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები.

სამიტის მიზანი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ვაშინგტონში ნატო-სა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტთან. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიდავით დონდუა: მტერთან ლაპარაკი მარტივი არ არის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს
შემდეგი სტატიაცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს სკოლის ავტობუსში ყუმბარა დარჩათ