“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ დავით დარჩიაშვილის თქმით, მაშინ როცა ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი ღვინიაშვილის ცემაში დამნაშავე პირების მიმართ არ გატარებულა მსგავსი სანქციები, დეისაძის, ნარსიასა და გაბუნიას ციხესი ყოფნა, პირდაპირ მიუთითებს შერჩევით სამართალზე.
“ანალოგიურ თუ ისეთ შემთხვევებში, როცა ტანსაცმლის დაზიანების გარდა, ფიზიკური დაზიანებაც იყო, პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით არასდროს იყენებდა პატიმრობას. სწორედ ამიტომ გვაქვს შერჩევით სამართალთან საქმე. ამ ბიჭების მიმართ სხვა მოთხოვნები გაქვთ წაყენებული, თუმცა სხვაგვარად დასრულდა ჩიორასა და ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმე. აი ესაა შერჩევითი სამართალი და ეს გვიშლის ხელს ერთობლივი განცხადებების მიღებაში”,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.