დავით დარჩიაშვილი დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი, დავითგარეჯის საქმეზე, პროკურატურაში დაიბარეს, – ინფორმაციას თავად დარჩიაშვილი “ფეისბუქზე” ავრცელებს.

“მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი”, – წერს დავით დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი სასამართლომ 29 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, საქმეზე გამოძიება კი ისევ გრძელდება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენივე ინიციატივით გამიუქმოთ მანდატი