ნიკა გვარამია: რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში

“ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება” – წერს მთავარი არხის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია Facebook-ზე მას შემდეგ, რაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი ნომერი საჯაროდ, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა.

ის სახალხო დამცველს, ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს:

“ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.

Nino Lomjaria

უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

p.s. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება

US Embassy Tbilisi,

Georgian Europian Union in Georgia”. – წერს გვარამია.

 

 

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი ელისაშვილს: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს