“დავით ჭიჭინაძის ტაქტიკაზე არ არის ჩემი კომენტარები საჭირო”- თამარ ჩუგოშვილი

“ბატონი დავითის საქმეა, როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას პოლიტიკაში, ჩემი საქმე არის, რომ უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ კარგი მოსამართლეები”- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, დავით ჭიჭინაძის დღევანდელ განცხადებას.

დავით ჭიჭინაძემ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ფაქტობრივად ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერი დეპუტატების სამოქმედო სტრატეგია გათქვა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის არ აპირებს დავით ჭიჭინაძის ჩამოყალიბებული სტრატეგიების შეფასებას.

„დავით ჭიჭინაძის ტაქტიკაზე არ არის მე მგონი ჩემი კომენტარები საჭირო. ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით არის სრულიად ნათელი და მკაფიო. და ჩემი ამოცანა ამ პროცესში არის ის, რომ ღია, კონკურენტული პროცესის შედეგად ავარჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაესი სასამართლოსთვის. დანარჩენი არ მაინტერესებს არაფერი. ვისაც თავისი პრაგმატული პოლიტიკური მიზნები აქვს და ამას როგორ განახორციელებს ეს მისი საქმეა. ბატონი დავითის საქმეა როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას პოლიტიკაში, ჩემი საქმე არის რომ უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ კარგი მოსამართლეები,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, აკაკი ზოიძე. დეპუტატის შეფასებით, პრობლემა არა პიროვნული შეუთავსებლობა, არამედ პროცესის სხვადასხვაგვარი აღქმაა.

„გასვლა თვითმიზანი არ არის მეგობრები. არც გარიცხვა არის თვითმიზანი, მიზანი არის, რომ მივაღწიოთ სწორ პროცესს სასამართლოსთან მიმართებაში. და ეს სწორი პროცესი როგორ გვესმის ამის აღქმა თუ დავაახლოვეთ არანაირი სხვა საჭიროება, სხვა დაპირისპირება გუნდში არ არსებობს იმის გამო, რომ ერთმანეთს პიროვნულად ვერ ვეთავსებით,“-განაცხად აკაკი ზოიძემ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დრო ახლა ეკა ბესელიას თანამოაზრეების სასარგებლოდ მუშაობს და ეს გუნდი პარტიაში დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს.

banner
წინა სტატიაშივთქვათ იყო შეცდომები, მაგრამ ოპოზიციის რეაქციები ამორალურია – გია ჟორჟოლიანი კერზაიას საქმეზე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს