შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამონისტრო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ,
რომ საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8
თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ
გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის
ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული
ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც
ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს
მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის”
ძეგლის მიმართულებით;
ჟვანიას მოედნიდან “ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის
ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ
მეფის ხიდით ისარგებლებს.
მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით
გააგრძელებს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ
მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“დავით ჭიჭინაძის ტაქტიკაზე არ არის ჩემი კომენტარები საჭირო”- თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – ოკუპანტების ქმედებები დაუსჯელობის განცდას ეფუძნება