ვთქვათ იყო შეცდომები, მაგრამ ოპოზიციის რეაქციები ამორალურია – გია ჟორჟოლიანი კერზაიას საქმეზე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა – ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე მმართველი გუნდის ნაწილი განათლების მინისტრისგან პასუხების გაცემას ითხოვს.

ეკა ბესელიას თქმით, არ უნდა დარჩეს რაიმე სივრცე, რომელიც დატოვებს ეჭვებსა და კითხვებს.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ია კერზაიას ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მოტივით ხდება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ განათლების მინისტრს და მის უწყებას რომც დაეშვათ შეცდომები ია კერზაიას საქმესთან მიმართებაში, ოპოზიციის რეაქცია მაინც ამორალურია.

„ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება პოლიტიკური სპეკულაციისთვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალობა. ამიტომ ბატონო მინისტრო თქვენი გუშინდელი საუბარი, თქვენი არგუმენტაცია საკმაოდ დამაჯერებელი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ვთქვათ, იქ ყოფილიყო შეცდომები, მაგრამ რეაქციები ამაზე რასაც გუშინაც ჰქონდა ადგილი და დღესაც აქვს ეს არის ამორალური და ძალიან სამწუხაროა,“-ამბობს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით ჟოჟუაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატია“დავით ჭიჭინაძის ტაქტიკაზე არ არის ჩემი კომენტარები საჭირო”- თამარ ჩუგოშვილი