დავით ჭიჭინაძე – კორონა ჩაკეტვებით „ოცნება“ არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს

ამ სრულიად გაუაზრებელი კორონა ჩაკეტვებით „ქართული ოცნების“ მთავრობა არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს, სინამდვილეში კი, ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს პრივილეგიები გარკვეულ პირებს მიანიჭოს.

„მაშინ, როდესაც ხალხი ბუნკერებისთვის გაწირეს, თავად „ქართული ოცნების“ „პრივილეგირებულმა ფენამ” საკუთარი ცხოვრება მოიწყო. მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პანდემია არც მათ ჯიბეზე აისახება და არც მაცივარზე. ხალხს კი, მოსახლეობის 95%, ვინც სიღატაკეში იხრჩობა, ეუბნებიან, თავში ქვა გიხლიათ, როგორც გინდათ ისე გადარჩითო. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს საშუალო, სტაბილური ფენა, სადაც ყველა ღატაკდება და ადამიანებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ხელისუფლების შენარჩუნება ძალიან ძნელია და ცვლილებები გარდაუვალი. მითუმეტეს, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და ვალებში იძირება. საგარეო ვალები ცალკე იზრდება, ადამიანების ვალები ცალკე, რადგან ბანკები საპროცენტო განაკვეთს თავის ჭკუაზე ზრდიან”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, შემოსავლები მცირდება და კომუნალური გადასახადების ტარიფი იზრდება.

„ხელისუფლება, სადაც არ აქვთ ქვვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, სამაგიეროდ აქვთ ძალაუფლება და ყველაზე სწორი გამოსავალი “ლოქდაუნი” ჰგონიათ და გაუაზრებელი ჩაკეტვები. ასე კი, მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ და თან მალე… ამიტომ არის არჩევნები ზუსტად ის მექანიზმი, რაც ბალანსსაც შეცვლის. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ჩართულობაც მოხდება და პასუხისმგებლობასაც გადაანაწილებს. არა ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა – ჰყავდეს 90 მონა და დანარჩენებს ეუბნებოდნენ, შემოდით და ამ მონებს დაექვემდებარეთო”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგამყრელიძე – დილის 08:00-ზე 794 ახალი შემთხვევა გვქონდა, III ტალღისკენ მივდივართ
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორი კელი დეგნანს შეხვდა