გამყრელიძე – დილის 08:00-ზე 794 ახალი შემთხვევა გვქონდა, III ტალღისკენ მივდივართ

ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება, ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – კორონა ჩაკეტვებით „ოცნება“ არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს