დავით ჭიჭინაძე – კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“

“კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“.
და სანამ სუსი კალძის გარემოცვის კორუფციულ სქემებს სწავლობს, თევზი კი ყველამ ვიცით, ყოველთვის თავიდან ყროლდება, თავად კალაძემ რიტორიკაც კი შეცვალა – ოპოზიციას და თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს „გამოქანება დახტომაზე“ აღარ ეპატიჟება.
ანუ აშკარაა, რომ თავის გადარჩენას, გამიჯვნას ცდილობს და რაც შეიძლება მეტი დივიდენდების მოგროვებას, მისი წასვლა გაქცევას რომ არდაემსგავსოს.
რადგან, თუ ადრე პოლიტიკური კარიერა ჰქონდა და მუდმივად წინა პლანზე იყო, ახლა ზუსტად მიხვდა, რომ „ოცნებაში“ პირველი ვერასოდეს იქნება.
ჯერ ერთი, ივანიშვილს არ „უკადრებია“ მისთვის, რაც კობახიძემ „აკადრა“, ფინალში კი, შერჩა ღარიბაშვილი, ვისთანაც საკმაოდ მძიმე წარსული აკავშირებს. სწორედ კალაძეს და გახარიას შეთამაშებულ ტანდემს მიუძღვის უდიდესი წვლილი ღარიბაშვილის პირველად გადაყენებაში და იმიტომ.
მოკლედ, აშკარაა კალაძეს აღარ უნდა პოლიტიკაში რადიკალური მტრები, ხოლო გაბედავს თუ არა გამიჯვნას, ამას მალე ვნახავთ.
რაც შეეება „ქართულ ოცნებას“ ზოგადად, იქ ლიდერი რომ აღარ ჰყავთ რესურსულად, ეს მაშინ გამოჩნდა კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის რომ გაკეთდა არჩევანი.” აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი და ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიმიშელი – ევროპა პარტნიორებს ვაქცინის ნამატ დოზებს მიაწვდის, საქართველოსაც
შემდეგი სტატიაინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი