მიშელი – ევროპა პარტნიორებს ვაქცინის ნამატ დოზებს მიაწვდის, საქართველოსაც

9 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. წერილში საუბარი იყო მსოფლიოს გარშემო ვაქცინების მიწოდების პროგრამაში ევროპის მნიშვნელობაზე.

წერილში მიშელმა საქართველოც ახსენა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა.

“ევროკავშირმა 2 მილიარდამდე ვაქცინის დოზა შეუკვეთა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მთელი ევროკავშირის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის არის საჭირო. მეტობით დარჩენილი ვაქცინა, რომელსაც მივაწვდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს, მათ ასობით მილიონი ადამიანის ვაქცინაციაში დაეხმარებათ.

ამ გზით, კონკრეტული და მტკიცე ნაბიჯებით, ევროპა საკუთარი ღირებულებების წახალისებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირები გვაქვს, მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩათვლით, სადაც მე გასულ კვირას ვიყავი”. – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“