ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი კუნძულ იავაზე მოხდა. ავარიის დროს ავტობუსში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრების უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იყვნენ, რომლებიც ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მიზეზი ჯერ უცნობია.

დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მივესალმებით შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში