დავით ბაქრაძე ვიდეოჩანაწერებზე – ამ ეტაპზე ბრძოლის ერთი- ერთი საშუალება სწორედ საზოგადოების ინდეფერენტულობაა

იგნორირება მსგავსი საკითხების არის ერთადერთი საშუალება შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულის ნიშნები. – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ფარულ ვიდეო ჩანაწერებზე.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სამართალდამცავი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

„ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ, თუმცა მოგეხსენებათ ინტერნეტ სივრცე არ არის მარტივად კონტროლირებადი. თუმცა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ბრძოლის ერთი- ერთი საშუალება სწორედ საზოგადოების ინდეფერენტულობაა მსგავსი საკითხების მიმართ. ის ვინც მსგავს დანაშაულს ჩადის საკადრის პასუხს მიიღებს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიუირი მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სამსახურებთან.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა
შემდეგი სტატიარესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამოუკიდებელ რეჟიმში ემზადება