ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, „შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია“:
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრზიები ამ კუთხით არ იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.