დავით ბაქრაძე საპარლამენტო მუშაობაში ყოველდღიურად არ ჩაერთვება

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდება და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დღეს დილით დავბრუნდი საქართველოში, არ მქონდა საშუალება გუშინ გამომეხატა ჩემი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლელომ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობაზე. ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე უკმაყოფილოა- რა არ მოსწონს კომიტეტის თავმჯდომარეს უწყებაში
შემდეგი სტატიაპასუხს გავცემთ – ინგა გრიგოლია