პასუხს გავცემთ – ინგა გრიგოლია

თავისით იცემა ლექსომ თავი?! თავისით ჩაიმტვრია სახის ძვლები?! – TV პირველის წამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ როცა ლექსო ლაშქარავას დაკრძალავენ, შემდეგ ნახავს ყველა, რა ძალა აქვს მედიის ერთიანობას.

დღეს მისი ბოლო დღეა ამ ქვეყანაზე და ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ მხოლოდ იმაზე ვილაპარაკებ, რა კარგი ბიჭი წავიდა, როგორ ცემეს, როგორ ნაძირლობას აქვს ადგილი, როგორ აამუშავეს პროპაგანდის მანქანა, როგორ მოკლეს მეორედ ადამიანი.

თავისით იცემა ლექსომ თავი?! თავისით ჩაიმტვრია სახის ძვლები?! ერთი პოლიციელი რომ იდგა იქ, ამდენი ადამაინი რომ უსწორდებოდა ფიზიკურად, ეს ლექსომ თავისით ქნა?! დანარჩენზე პასუხს გავცემთ ისე, როგორც ეკადრება ღირსეულ მედიას, – თქვა ინგა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე საპარლამენტო მუშაობაში ყოველდღიურად არ ჩაერთვება
შემდეგი სტატიაფლანგვის დეტექტორი: 2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან