დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს – დეკანოიძე

დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას და მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ. მას სრულიად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მთავარია, გვესმოდეს უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლება ვის მხარეს დადგა. სამწუხაროდ, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

„თუ რამემ შელახა საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის, ეს არის ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის, იყო ანტი-უკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყო, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით წარმოიქმნა, როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმელიტოპოლში რუსები უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა