მელიტოპოლში რუსები უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ – უკრაინის დაზვერვა

მელიტოპოლში მოქალაქეებს აკავებენ, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გადაჰყავთ და აწამებენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

„შენობაში, სადაც მელიტოპოლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იყო განთავსებული, უკრაინის დაკავებული მოქალაქეები გადაჰყავთ. არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს სისტემატურად აწამებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების სატვირთო მატარებლის 8 ვაგონი აღმოაჩინეს, რომლებიც მარცვლეულით არის დატვირთული.

„ვაგონები დატვირთულია მარცვლეულით. ოკუპანტები სამომავლოდ მის რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადატანას გეგმავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს – დავითაშვილი
შემდეგი სტატიადავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს – დეკანოიძე