დაუძლურებულია, პროგნოზირებას ვეღარ გავაკეთებ… შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა – ნიკა გვარამია

“კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

მართალია დაუძლურებულია… პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ… ეს ის ვითარებაა, სადაც ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას და მთავარია კალციუმი და ცილები და შეიძლება მათმა დრამატულმა დაცემამ წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით. ამის კონსტატაციას ვახდენ უკვე, ემოციურად გადმოცემის თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. ფაქტი არის ეს, ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგოს, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ირაკლი კობახიძის განცხადება არის დანაშაულის შემცველი, რადგან თუ ამის უკან მტკიცებულებები არ დევს, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება არამარტო პოლიტიკურის, არამედ სისხლის სამართლებრივის
შემდეგი სტატიაუგულავა – ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა სისხლი და უსინდისობა, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული