მამუკა ხაზარაძე – ირაკლი კობახიძის განცხადება არის დანაშაულის შემცველი, რადგან თუ ამის უკან მტკიცებულებები არ დევს, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება არამარტო პოლიტიკურის, არამედ სისხლის სამართლებრივის

პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს კობახიძე – თუ მისი განცხადებების უკან მტკიცებულებები არ დევს, კობახიძეს მოუწევს არამარტო პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება, – ამის შესახებ ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

“ელენე თავს მხნედ გრძნობს, თუმცა, ბუნებრივია, სუსტად არის, ამდენი დღის შიმშილობა ყველას კვალს ადებს, მაგრამ აგრძელებს შიმშილობას.

კობახიძის განცხადება არის სრული ბოდვა, ეს არ არის უბრალო წამოცდენა. კატეგორიულად მოვითხოვ და მოვუწოდებ პროკურატურას, რომ როცა ასეთი განცხადება კეთდება, ისინი ვალდებულნი არიან მოხდეს გამოძიება, დაკითხვა კობახიძის, ამ ფაქტის დადასტურება და თუ მსგავსი რამ მოხდა, ამ ადამიანების დაპატიმრება. ეს არის დანაშაულის შემცველი განცხადება, რადგან თუ ამის უკან მტკიცებულებები არ დევს, კობახიძეს მოუწევს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება არამარტო პოლიტიკურის, არამედ სისხლის სამართლებრივის. ეს არის საკმაოდ მძიმე დანაშაულის გახმოვანება, ამიტომ მე როგორც ერთ- ერთი მოქალაქე მივმართავ პროკურატურას, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს გამოძიება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – აიღეთ საქართველოს დროშა, ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა ამ ქვეყანას და გამოფინეთ
შემდეგი სტატიადაუძლურებულია, პროგნოზირებას ვეღარ გავაკეთებ… შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა – ნიკა გვარამია