“დათმობაზე საუბარი არასწორია,” – კობახიძე ტატუნაშვილის რეზოლუციაზე საუბრობს

„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია. მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე – ეს უნდა იყოს სულისკვეთება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

„აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდებაშეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, სამკერვალო საწარმო „ტექსტილის“ 300-მდე თანამშრომელი გაიფიცა
შემდეგი სტატია“სითი პარკთან” გაფორმებული 17-წლიანი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ დღეს კომპანიის უცხოელი მფლობელები განცხადებას გაავრცელებენ