ქუთაისში, სამკერვალო საწარმო „ტექსტილის“ 300-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სამკერვალო საწარმო „ტექსტილში“ 300-მდე დასაქმებული მუშაობაზე უარს აცხადებს. მათი პროტესტის მიზეზი მცირე ხელფასი და მძიმე სამუშაო პირობებია.

„მათხოვრულ ხელფასზე ვართ. შრომის კოდექსის სრული დარღვევით ვმუშაობთ. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, არის მონური. ასევე ანტისანიტარიასა და სანაგვეში გვიწევს ყოფნა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე“, – განუცხადა პირველ არხს „ტექსტილში“ ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

სამკერვალო საწარმო 5 წლის წინ თურქული ინვესტიციით გაიხსნა. მასში 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 250 ლარია.

banner
წინა სტატიაშივანსა და ხონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე იქნება
შემდეგი სტატია“დათმობაზე საუბარი არასწორია,” – კობახიძე ტატუნაშვილის რეზოლუციაზე საუბრობს