დათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. საქმეზე განაჩენს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 21 დეკემბერს, 12.00 საათზე გამოაცხადებს.

სასამართლო განხილვები ბრალდებულის და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით დღეს დასრულდა.

ბრალდებული გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

დაცვის მხარეს მოსამართლის მხრიდან ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი აქვთ.

პროკურორები კი აცხადებენ, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

banner
წინა სტატიაშინანა ქობალია- ლელა ქებურია ვერ გაიხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ტელევიზიაში ან არასწორად გადაიცა, ან დაიბლოკა
შემდეგი სტატიაბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულა