დასავლეთის ქვეყნებმა სირიაში გაზის გამოყენების გამო გაეროს საგანგებო სხდომა მოიწვიეს

აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს, გუშინ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. გაეროში უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წარმომადგენელი ქვეყნა გაზის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას ასადის ხელისუფლებას აკისრებს, რომლის შედეგადაც, ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, 70 ადამიანი დაიღუპა.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასადის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მომხდარის საერთაშორისო გამოძიება, ინსპექტორებს საბრძოლო გაფრენების გეგმა წარუდგინოს, დაასახელოს ვეტმფრენების ესკადრილიის მეთაურთა სახელები, ასევე, ავიაბაზებამდე წვდომა უზრუნველყოს.

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიარ ვიმსახურებთ იმ კრიტიკას, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან-ხულორდავა კახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტმა მარია გაიდარი მრჩევლად დანიშნა