დასავლეთის მოთმინებამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე, შესაძლოა უფრო დაიწიოს – კორტნი ნიკა გვარამიაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას twitter-ზე ეხმაურება და მომხდარს აბსურდულს უწოდებს.

“ეს აბსურდული სამართალია. დასავლეთის მოთმინებამ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში უკუსვლის მიმართ, შესაძლოა უფრო და უფრო დაიწიოს”,- წერს უილიამ კორტნი.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაფოთის პარკი 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას