რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

მტერმა ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო ქალაქი დესნა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი იუწყება.

„დილით მტერმა დასახლება დესნაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, გვყავს დაღუპულები და ბევრი დაჭრილი“, – აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, დაბომბვის ადგილზე მაშველები მუშაობენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 27 900 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატიადასავლეთის მოთმინებამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე, შესაძლოა უფრო დაიწიოს – კორტნი ნიკა გვარამიაზე