,,დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში”- იზორია

მე დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი… არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ხალვაშის პირველივე განცხადებებიდან ჩანს, როგორ უტიფრად აგრძელებს ხელისუფლება დაწყებულ ხაზს”-ხოშტარია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,გამარჯვებული ხალხის დამარცხებული ტელევიზია”