“ხალვაშის პირველივე განცხადებებიდან ჩანს, როგორ უტიფრად აგრძელებს ხელისუფლება დაწყებულ ხაზს”-ხოშტარია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების ინტერესზე საუბრობს. ხოშტარია ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.

ხოშტარია საზოგადოების კონსოლიდირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ევროპული საქართველო რუსთავი 2-ს ფიზიკურად დაიცავს. გარდა ამისა ხოშტარიას განცხადებით მოხდება საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა და აქტივისტების მობილიზება.

„ხალვაშის პირველივე განცხადებებიდან უკვე ჩანს როგორ უტიფრად აგრძელებს ხელისუფლება დაწყებულ ხაზს. ახალ ეტაპზე გადავედით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არაფერს აღარ ფუთავს. ხალვაშმა რომელიც არის მარიონეტი, მას ალაპარაკებენ რაც უნდათ, თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური სკითხი, აქ არაფერ ეკონომიკურ და ქონებრივ საკითხზე არ არის. ხელისუფლება პირდაპირ არის იმის გაცხადებაზე, რომ დიახაც ისინი ახშობენ თავისუფალ მედიას, დიახაც ისინი ახშობენ კრიტიკულ მედიას და ისინი აპირებენ ძალაუფლების მაქსიმალურ კონსოლიდაციას. აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი რეაქცია, იმიტომ, რომ ეს არ არის ცალკე აღებული ჟურნალისტების, ტელეკომპანიის ან პოლიტიკური პარტიების შეზღუდვა, არამედ ეს არის აზრის შეზღუდვა, ხმის მიწოდების შეზღუდვა ადამიანებისთვის,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისაერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს ამა თუ იმ ტელევიზიის პატრონი ვინაა და ვის რამდენი წილი აქვს
შემდეგი სტატია,,დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში”- იზორია