“დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება” – ნარმანია

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია და ახლა შესაბამის პროცედურებს ელოდება.

“ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად. შემდეგი პროცედურა არის საქართველოს პარლამენტის. ველოდებით პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული მუხლი კორექტირებული იქნება