დარჩიაშვილი – ჯოზეფ ბორელთან განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვხატე მადლიერება საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველო პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეგიონში და მის მიღმა.

„ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში და მის მიღმა. მე გამოვხატე მადლიერება ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის“, – წერს დარჩიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი – შსს
შემდეგი სტატიაშსს – უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „112“-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ