დაპირისპირება სენაკის საკრებულოში – “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ნაცემი ოპოზიციის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხმაური სენაკის საკრებულოში – დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

„საკრებულოს სხდომაზე ჩვეულებრივი პოლიტიკური შეკამათება მოხდა, გია სოსელიასა და „ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ზაზა ნაჭყებიას შორის. სხდომის დასრულების შემდეგ უკნიდან მივიდა კარებთან და დაარტყა ხელი. რის შემდეგაც სოსელიამ დაკარგა გონი, გახდა ძალიან ცუდად. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და გადავიყვანეთ საავადმყოფოში,“-განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს – დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ
შემდეგი სტატიაშსს-ის ინფორმაციით, 51-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ვიდეოკლიპს არ უკავშირდება