“რაზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული” – “ევროპული საქართველო” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“ევროპული საქართველო” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თიბისი ბანკის სკანდალური საქმესთან და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლაზე აგამოძიებო კომისიის შექმნასკიდევ ერთხელ მოითხოვს.

ელენე ხოშტარიას თქმით, კონკრეტული ფაქტები რაზეც ხაზარაძემ ისაუბრა გამოძიებული აუცილებლად უნდა იყოს.
“მუქარა, ის შანტაჟი, რაზეც კონკრეტულად ფაქტებით ისაუბრა ხაზარაძემ, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და პასუხები უნდა იყოს გაცემული კითხვაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ასე ექვემდებარებოდეს სახელმწიფო უწყებები ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტის როლი რა თქმა უნდა არის გადამწყვეტი. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია” – აღნიშნა ელენე ხოსთარიამ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სამეფო ოჯახში – ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან
შემდეგი სტატიარუსთავში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა