დაპირისპირება რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანთან – ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს

რუსთავში 38-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა და კითხვებს გაურბოდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ისინი საარჩევნო უბანთან “სეირნობდნენ”.

ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, ცოტა ხნის წინ კი იქ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, უცნობმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

სპეცრაზმის წარმომადგენლები “მთავარ არხთან” განმარტებებს არ აკეთებენ, ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმის მობილიზება მთელი ქალაქის მასშტაბით ხდება იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს.

“ასე ვიქცევით მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს”, – თქვა სპეცრაზმის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე ქუთაისის 93-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს